logo_geo
eng_logo
25, 26 და 27 აგვისტოს ბათუმში მეორედ ჩატარდება ხელოვნების ფესტივალი Batumi ArtFest „ARGANI“
- +

25 აგვისტო. 2017. 11:43



დღეს, 12 საათზე, ექვსი მაისის პარკში სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI. ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება.


შაბათ-კვირას ბათუმი გადაიქცევა შემოქმედების ცენტრად. მხატვრები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მუსიკოსები და, უბრალოდ, შემოქმედებითი ადამიანები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ,  რომ დაისვენონ, შექმნან და ესაუბრონ ერთმანეთს.


ფესტივალის პროგრამაში შედის:

●          ქართველი და უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: სამკაული, სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, აქსესუარები და მრავალი სხვა!

●          კვებისა და განტვირთვის ზონა ურთიერთობისთვის (ხორცის გარეშე, მსუბუქი ალკოჰოლი და ღვინო 18:00-ის შემდეგ)

●          ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა

●          უფასო მასტერ-კლასები უფროსებისთვის: ხატვა, ვოკალი, ცეკვები, იოგა, სოციალურ ქსელებში დაწიანურება.

●          უფასო მასტერ-კლასები ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. პარასკევს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ Globe International School Batumi-ს ანიმატორები

●          მერაბ ნაკაშიძის ცხოველთა არაკომერციული თავშესაფრის დახმარების მოედანი, რომელზეც შესაძლებელი იქნება შემოწირულობის დატოვება ან იქიდან შინაური ცხოველის წამოყვანა.

●          სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და უფროსების დახმარების მოედანი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, მამა იოანეს ასოციაციის მიერ.

●          საღამოობით ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და ცეცხლოვანი შოუ

●          პარტნიორებისა და მონაწილეებისათვის After-party ბარში „ადგილი მზისქვეშ".


ღონისძიებაზე შესვლა და მონაწილეობა -  უ ფ ა ს ო !

ღონისძიების სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: https://www.facebook.com/arganiartfest.

მობრძანდით ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად, დროს აქ მხიარულად გაატარებთ!

ფესტივალის პარტნიორები: ტურისტული კომპანია GEO STUMARI (http://geostumari.com/) და „ყავის სახლი ბათუმი".


მისამართი: 6 მაისის პარკი (ქ.ბათუმი)

დასაწყისი: 25 აგვისტო 12:00

დასასრული: 27 აგვისტო 23:59

ფესტივალის ორგანიზატორები: პროდიუსერული კომპანია „GO MAMONTS"

https://www.facebook.com/gomamonts/.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner