logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ბორჯომის ხეობაში, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა
- +

25 აგვისტო. 2017. 12:37



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ უფრო დადებით დინამიკას ელოდება.


„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner