პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ უფრო დადებით დინამიკას ელოდება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.