რუსეთის ტელეკომპანია НТВ-ს პროგრამა «Новые русские сенсации» გადაიცა დოკუმენტური ფილმი „მიხეილ სააკაშვილის განაჩენი", რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებია გადმოცემული.
„დღეს საშიში დამნაშავე თავს უკრაინას აფარებს და საქართველოში ჩასვლას ვერ ბედავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს ივიწყებენ. რუსი ტელეჟურნალისტები საქართველოში ყოფნის დროს შეხვდნენ და ესაუბრნენ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის მმართველობის დროს შექმნილი ანტიდემოკრატიული რეჟიმის სისასტიკე.
პაატა ცნობილაძე - იურისტი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილი ბავშვობიდან „მეგობრობდა", მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი გახდა, მეგობარს ცოლი წაჰგვარა;
სულხან მოლაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, იგი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დააკავეს და ჟრჟოლვით იხსენებს ყველაფერ იმას, რაც თავს გადახდა საპყრობილეში;
ვალერი გელაშვილი - ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სასტიკად გაუსწორდნენ: სცემეს, მიაყენეს სხეულის მრავლობითი დაზიანებები და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს;
ქეთევან ზარნაძე - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი და ჟურნალისტი, რომელმაც მრავალი წელი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ჯურღმულებში გაატარა;
მათ ყველაფერი დაკარგეს, სამართლიანობისა და იმედის გარდა. ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ისინი ბრალს სდებენ მიხეილ სააკაშვილს შეკვეთილ მკვლელობებში, პოლიტპატიმრების წამებაში. თბილისის ერთ-ერთი საპყრობილეს ყოფილი ზედამხედველი ლადო ბედუკაძე მიხეილ სააკაშვილს და მის მეუღლეს სანდრა რულოვსს ამხელს ადამიანის ორგანოებით საიდუმლო ვაჭრობაში.
ფილმში ყურადღება აქვს დათმობილი აგრეთვე საქართველოს „მეორე ლედის", მიხეილ სააკაშვილის „მეგობარ ქალს" მარიკა ვერულაშვილს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ექს-პრეზიდენტის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის თანამონაწილეა. იგი დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია, ანუ იმუნიტეტით სარგებლობს.
მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: სხვისი ქონების მითვისება (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე), მასობრივი რეპრესიების, პატიმართა წამებისა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება (ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვა წლამდე), საბიუჯეტო თანხების განიავება და მითვისება (ისჯება თავისუფლების აღკვეთით თორმეტ წლამდე). საბოლოო ჯამში - მიხეილ ნიკოლოზოვიჩს 28 წლით საპყრობილე ემუქრება", - ნათქვამია დოკუმენტურ ფილმში.