logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: გაზაფხულამდე ნიადაგი მოემზადება და დავინახავთ, სად როგორი პროცესი იქნება საჭირო
- +

25 აგვისტო. 2017. 15:25



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის ხეობაში მწვანე საფარის აღდგენის გეგმასა და პროცედურებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის აღდგენის პროცედურები სავარაუდოდ აქტიურად გაზაფხულიდან დაიწყება.


„ვხედავ ინფორმაციას, რომ სწრაფი აღდგენის მოლოდინი არსებობს. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ მეცნიერული და სპეციალურად შემუშავებული პროგრამით ტყის აღდგენას. ჩვენ თითქმის 10 ჰექტარის აღდგენის პროცესი დაწყებული გვქონდა და კარგი შედეგი გვქონდა მიღებული. სადაც შერეული ტყეა, იქ ცეცხლის გაჩენის ალბათობა ნაკლებია. მომავალში ამ გეგმაში კორექტირებას შევიტანთ. გაზაფხულამდე ნიადაგი მოემზადება და დავინახავთ, სად როგორი პროცესი იქნება საჭირო", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner