logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია
- +

25 აგვისტო. 2017. 15:56


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია.


„კვლავ მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია და ცოცხალი ძალა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის მიხედვით ვერტმფრენის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად არაეფექტურია იმიტომ, რომ საჭიროა ცოცხალი ძალით იმ კონკრეტული კერების საბოლოოდ დამუშავება-ჩაქრობა. სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ცოცხალი ძალა. დღეის მონაცემებით, 2500-მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ძალა გაიზრდება", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.


მისივე თქმით, ცეცხლის გაძლიერებისთვის არ არის აუცილებელი, გრიგალი ამოვარდეს და მცირე ზომის ნიავსაც კი შეუძლია, დარჩენილი ცეცხლის კერა გააღვივოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner