logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა
- +

12 აპრილი. 2016. 13:38


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ.სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.



ზოგადად, .. რეფერენდუმის თემით მანიპულირება, ჩემი აზრით, არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა. ეს არ გახლავთ ახალი თემა. ძალიან წინააღმდეგობრივია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ. ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ მიღწეულ ამოცანაზე, რომელიც არის დამოუკიდებლობა და მეორე მხრივ, საუბრობენ რუსეთთან მიერთებაზე. ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო და ხაზს უსვამს, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ამოცანა, რათა მოხდეს გარკვეულწილად საქართველოს შანტაჟი. პერიოდი გახლავთ საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. ველოდებით ასოცირების შეთანხმებიდან ხელშესახებ სარგებელს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას, წინ არის ასევე ნატო- სამიტი და როგორც ჩანს, ამ თემით სპეკულირება გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



მისივე თქმით, რეფერენდუმის არც პროცესს და არც შედეგს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.


ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner