logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: პრობლემა უახლოეს დღეებში გადაჭრილი იქნება
- +

25 აგვისტო. 2017. 17:22


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიუვალ ტყეში, იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება, დღეს უკვე სახანძრო მანქანები მუშაობენ.


მღებრიშვილის თქმით, დროული იყო ასევე სახანძრო სამუშაოებში დამატებით შეიარაღებული ძალების ჩართვა, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული კერების დამუშავება.


„წუხანდელი შტაბის თათბირზე პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დილით შემოგვემატა 1000 კაცის ოდენობით თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია, დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner