შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილმა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჭიროა, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.