რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ალავიძის განცხადებით, ავიაციასთან ერთად ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე სამუშაოებს არ შეაჩერებს არც ცოცხალი ძალა.
„ვითარება გვაქვს საგრძნობლად გაუმჯობესებული. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. იქ, სადაც ლოკალიზებულია კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 10-12 კილომეტრამდე გზა გვაქვს გაყვანილი მთაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ ცოცხალი ძალა შეგვეყვანა ლოკაციამდე, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაგვემატებინა სამხედროები, რათა სამუშაოები სწრაფად წარიმართოს", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.