logo_geo
eng_logo
„კეზერაშვილს ჰქონდა რამდენიმე კომპანია ოფშორში, მაგრამ ვინაობას არ ამჟღავნებდა“ –„პანამის დოკუმენტი“
- +

12 აპრილი. 2016. 13:56


 „პანამის დოკუმენტების" სახელწოდებით ცნობილი მასალები ცხადყოფს, რომ ოფშორულ ზონებში საქმის წარმოებით 50-მდე საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული წლების განმავლობაში", -  ამის შესახებ დევიდ ბლოსმა, პროექტის „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა", რეგიონალურმა რედაქტორმა „რადიო თავისუფლებას" განუცხადა და აღნიშნა, რომ ცნობები ამ პირთა საქმიანობის თაობაზე თანდათანობით გამოქვეყნდება.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის შემდეგ, „პანამის დოკუმენტებიდან" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა, ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით.


დევიდ ბლოსის თქმით, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, თუ რამდენი მოქალაქე იყენებდა ოფშორულ ზონებს საქართველოდან, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული:


„პანამის დოკუმენტების" წყაროებზე მუშაობისას ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ გამოარკვია ისიც, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით, თუმცა, ნინო ბაქრაძის თქმით, ამ ცნობების მოპოვება თავისთავად ძალიან სახალისო აღმოჩნდა.


„ხედავ ქართველ ადამიანებს, რას აკეთებენ 90-იანი წლებიდან დაწყებული შენი ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცები დამალონ. ხანდახან ხედავ გაუთვლელ ნაბიჯებს, მაგალითად, კეზერაშვილის შემთხვევაში. მას ჰქონდა რამდენიმე კომპანია ოფშორში, მაგრამ ამის უკან თავის სახელს და გვარს არ წერდა, არ ამჟღავნებდა ვინაობას, მაგრამ უთითებდა მისამართს და მაინც ხვდებოდი, ვინ არის",- აღნიშნა ნინო ბაქრაძემ რადიო „თავისუფლებასთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner