logo_geo
eng_logo
ქაბულში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

25 აგვისტო. 2017. 18:52


ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.


იმამ ზამანის მეჩეთზე თავდასხმა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.


თვითმხილველების ცნობით, მათ მცველები მოკლეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა თავი აიფეთქა.


მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner