ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
იმამ ზამანის მეჩეთზე თავდასხმა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.
თვითმხილველების ცნობით, მათ მცველები მოკლეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა თავი აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.