ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის (ორსანტიის ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინცორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია და ღირებულება 2 249 946 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.