logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
- +

25 აგვისტო. 2017. 20:13


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის (ორსანტიის ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 


გამგეობის ინცორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია და ღირებულება 2 249 946 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა.


სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner