ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ აღაიანში ხანძარი ლოკალიზებულია. 6 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი. ამ ეტაპზე მეხანძრეები ცალკეულ კერებს აქრობენ. დამწვარია, როგორც კერძო ტერიტორია ასევე მინდორი. ქიტესა ხორდელის ცნობით, განადგურებულია ბუჩქნარი და ხეები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.