საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატის განაცხადში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის პრესატაშეს ირაკლი პერტაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდთან ერთად ათენში "აკროპოლისის თასის" გათამაშებაზე მიღწეულ წარმატებას ზეიმობს.
ზაზა ფაჩულია კოჭ-წვივის ტრავმას მკურნალობს და ნაკრებთან ერთად მსუბუქად ვარჯიშობდა.