კონორ მაკგრეგორმა მეივეზერს ბრძოლის წინ საინტერესო რჩევა მისცა.
"მას ბრიუს ლის გაცოცხლება დასჭირდება, რადგან ისაა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც იმის გაკეთება შეუძლია, რის გაკეთებასაც ფლოიდის წინააღმდეგ ვაპირებ. მე MMA-ის არცერთ მებრძოლს არ ვჰგავარ. არც რომელიმე მოკრივეს. მე საკუთარი ლიგა მაქვს და ამას 26 აგვისტოს დავამტკიცებ" - აღნიშნა მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, ბრძოლა ამერიკაში 26 აგვისტოს საღამოს, ხოლო საქართველოში 27 აგვისტოს, გამთენიისას გაიმართება.
წყარო: sport.adjara.com