ტეხასის გუბერნატორმა შტატის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ქარიშხალი "ჰარვი" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროებს რამდენიმე საათში მიუახლოვდება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოახლოებულ სტიქიასთან საუბრის დროს წარმატებები უსურვა. როგორც მოსალოდნელია, დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში მომავალი კვირის დასაწყისში ჩავა.
მეტეოროლოგებმა ქარიშხალს ხუთბალიანი შკალიდან მესამე კატეგორია მიანიჭეს. "ჰარვი" შესაძლოა "კატრინას" შემდეგ ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდეს. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 193 კილომერს აღწევს.