ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ, 26 აგვისტოს დაგეგმილი „საზეიმო ღონისძიებების" გამო ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და „გამშვები პუნქტების" მუშაობა ერთი დღით შეაჩერა.
„გამშვები პუნქტების მუშაობა განახლდება - 27 აგვისტოს, 09:00 სთ-ზე, ჩვეულ რეჟიმში" - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
წყარო: cominf.org