გლდანის რაიონის სპეცბრიგადის დამგველი მიკიჩა შავეშოვი, 12 თებერვალს, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან" სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ელექტროკაბელი ჩამოვარდა.
როგორც გლდანის გამგეობიდან იუწყებიან, დამგველი არც დაფიქრებულა, ტრასაზე თითქმის ერთი საათის მანძილზე კაბელი ცოცხით ეკავა, ისე, რომ არც მოძრაობა შეჩერებულა და არც არავინ დაშავებულა.
მიკიჩა შავეშოვი უკვე 10 წელია, გლდანის ბრიგადის დამგველად მუშაობს. მას ოთხი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ცდილობს, ყველა კარგ მოქალაქედ გაზარდოს. ის თავმდალი ადამიანია - „მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი", - ხმადაბლა გვითხრა მიკიჩამ.
გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, დასუფთავების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსთან, დავით ბურჭულაძესთან, ერთად მიკიჩა შავეშოვი გამგეობაში მიიწვია, მადლობა გადაუხადა და გადასცა სიგელი აქტიური სამოქალაქო ჩართულობისა და თანადგომისათვის.