logo_geo
eng_logo
ლეილა გაფრინდაშვილი: ლეიბორისტული პარტია ლიდერია!
- +

12 აპრილი. 2016. 14:10


ლეიბორისტულმა პარტიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. როგორც პარტიის წევრმა ლეილა გაფრინდაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს.



„ეს კვლევა მიმდინარე წელს ჩავატარეთ, მაშინ კოალიცია ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი. გამოვკითხეთ 4500 ადამიანი. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება". დანარჩენი პოლიტიკური ძალები არც კი ფიგურირებენ გამოკითხვაში.  შანსები კი არა, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც, თუ რაღაც საშინელება არ მოხდა, არჩევნებზე სერიოზულ წარმატებას მივაღწევთ. მივმართავ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს წამყვან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ ლეიბორისტულ პარტიას. ჩვენ მომავალ პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებად უნდა გაგავაჩნდეს ძალა, რომ შევცვალოთ არსებული მძიმე მდგომარეობა. ამიტომ მოსახლეობას მივმართავ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.



მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს მომავალი პარლამენტი დაკომპლექტებული იყო რამდენიმე პარტიით და საკანონმდებლო ორგანო იყოს მრავალპარტიული. „ერთპარტიულმა მმართველობამ ჩვენ დაგვაქცია, ამიტომ უნდა გაჩნდეს პარტიული კონკურენცია და ერთმანეთის ჯიბრზე უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ჩიხიდან, სადაც ის ახლა იმყოფება", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner