შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებული გამოძიებისას ყველა გარემოება იქნება შესწავლილი.
„გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მე არ შემიძლია გავასწრო მოვლენებს. დაველოდოთ მის განვითარებას. აბსოლუტურად ყველა გარემოება იქნება შესწავლილი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.