საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ამასთან, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ფინალში გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი თურქი ტახა აკგული დაამარცხა.