logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ ევროსაბჭოდან მიღებულ წერილს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება
- +

26 აგვისტო. 2017. 13:27



იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს შესარჩევი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

 

„საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე დღეს რიგით მეორე კონკურსს ვატარებთ, რომლის ფარგლებში, ერთი კანდიდატი, ლადო ჭანტურია უკვე დადებითად არის შეფასებული. დღეს მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, საიდანაც ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც. ასეთია მოთხოვნა", - განაცხადა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს გასაჯაროვდება ევროსაბჭოდან მიღებული წერილი, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს და რომელიც კანდიდატის მიმართ გარკვეულ კრიტერიუმებს შეიცავს.


„წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდება, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ნამუშევარი ჰქონდეს ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს საკონსტიტუციო ინსტანციაში. თუკი ეს სამართალმცოდნეა და არა მოსამართლე კანდიდატი, მას მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს როგორც პედაგოგს, პროფესორს ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად გამოსჭვივის. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner