ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო „ნეფარიძე და კომპანიას" დირექტორი.