რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული დე-ფაქტო ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებს გადასცეს.
დაკავებული 2015 წელს ასეთივე ბრალდებით დააკავეს და დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გააძევეს.