თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის კერები არ არსებობს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, კერძოდ, ხვალიდან მისი მოცულობა იქნება ასეულით განსაზღვრული. ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ვიმოქმედოთ პრევეციულად და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საფრთხე, რომელიც შეიძლება დაკავშრებული იყოს მცირეოდენადაც კი ცეცხლის გაჩენასთან", - განაცხდა ლევან იზორიამ.