logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ხვალ, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანული ვერტმფრენებიც დატოვებენ ბორჯომის ხეობას...
- +

26 აგვისტო. 2017. 21:57


 

"თურქული ვერტმფრენები და თვითმფრინავი დღეს დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, ხვალ, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანული ვერტმფრენებიც დატოვებენ ბორჯომის ხეობას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა - 200 ჯარისკაცი, მათი მეთაურის ხელმძღვანელობით, ზონაში რჩება. 


„მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ალბათ უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, უკვე ხვალ დატოვებენ ზონას, რადგან მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ ასე ოპერატიულად გამოიჩინეს გულისხმიერება და გვერდში დაგვიდგნენ.

 

ჩვენ ვამცირებთ ჩვენს კონტინგენტს, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში განვაგრძობთ ისევ მუშაობას, სანამ ყველა ადგილი, ყველა კერა დამუშავებული არ იქნება, სანამ რისკები განულებული არ იქნება", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მინისტრის ინფორმაციით, ზარალის დამთვლელი კომისია ჯერ შემქნილი არ არის.

 

„მე ვფიქრობ აუცილებლად შეიქმნება და კომისია დაითვლის იმ ზარალს, რაც მიადგა ამ ხანძრის შედეგად ქვეყანას", - აღნიშნა მღებრიშვილმა.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner