logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება
- +

12 აპრილი. 2016. 14:40


„თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგის ტენდენცია, სხვა პარტიებთან შედარებით, არის მზარდი", - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. როგორც მან „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ და ამ გადაწყვეტილების გადახედვა პარტიაში არ იგეგმება.



„მზარდი რეიტინგი გვაჩვენა ჩვენმა კვლევებმა, ასეა სხვა კვლევებშიც. დარწმუნებული ვიყავი ამაში, რადგან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვდგამთ, შესაბამის შედეგს იღებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ სოციალურ, ჯანდაცვის, ეკონომიკურ პროგრამებზე. ამასთან, ჩვენი საგარეო კურსი არის ევროპული. ამასთან, ჩვენს პარტიაში აუცილებად იქნება ახალი სახეები საარჩევნოდ, ვერ გეტყვით საარჩევნო სიის პირველ ათეულზე, რადგან ამას უნისონში გავაკეთებთ", - განაცხადა დოლიძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner