logo_geo
eng_logo
"მაქსიმალური ძალები გვყავს, რათა ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს ხანძრის გაღვივების არანაირი რისკი"
- +

26 აგვისტო. 2017. 22:04



შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ხანძარი, შეიძლება ითქვას, უკვე ლიკვიდირებულია.

 

„ამ ეტაპზე 24-საათიან რეჟიმში მაინც ვრჩებით ჩვენ. შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. რჩება ზონაში ავიაციაც. საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავის ფუნქციას შეასრულებენ", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

 

კითხვაზე რა დრო დასჭირდება ცოცხალ ძალას იმისათვის, რომ საბოლოოდ დაამუშაოს კერები, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კონკრეტული დროის დასახელება ძნელია.

 

„მაქსიმალური ძალები გვყავს, რათა ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს საერთოდ არანაირი რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხანძრის ქრობის პროცესში იყო ჩართული.

 

გიორგი მღებრიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიის ზონაში მუშაობდნენ.

 

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ ოპერატიულად აშუქებდით ყველა მოვლენას და საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ ოპერატიულად მიეღო მათთვის სასურველი ინფორმაცია და ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც რეალურად ხდებოდა სტიქიის ზონაში, მადლობა თქვენ ამისთვის", - აღნიშნა მღებრიშვილმა.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner