logo_geo
eng_logo
ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
- +

26 აგვისტო. 2017. 22:27



საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი, 65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია.


პარიზში მიმდინარე შეჯიბრზე ზურაბ იაკობიშვილმა ფინალურ შეხვედრაში პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა.


დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის ზურაბ ერბოწონაშვილი (70) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.


ეს დაპირისპირება ორიოდე წუთის წინ დასრულდა და დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ ქართველი შესანიშნავი გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და იაკობიშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.


აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია, რაც ამდენი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართელოს არ მოუგია.


მალე ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი ფალავანი იჭდავებს: 70 კგ-ში ზურაბ ერბოწონაშვილი იაპონელ იუჰი ფუჯინამის დაუპირისპირდება, ხოლო 97 კგ -ში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე სომხეთის სახელით მოასპარეზე თბილისელ გიორგი კეტოევს.


ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ უკვე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: პირველ დღეს, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner