logo_geo
eng_logo
ბუბა კიკაბიძის უნგრეთში დაწყებული სიყვარული...
- +

12 აპრილი. 2016. 15:07


მომღერალი ბუბა კიკაბიძე „პრაიმტაიმთან" სიყვარულზე საუბრობს, რომელიც უნგრეთში დაიწყო.


ქალებზე ლაპარაკი არ მიყვარს. საინტერესო დრო იყო. ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული ახლაც სახლშია. 50 წელზე მეტია ერთად ვართ. ოპერის სოლისტი იყო ჩემი მომავალი მეუღლე. უნგრეთში გასტროლზე გავიცანით ერთმანეთი. მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდით. უცებ საშინელი ყვირილი ატყდა ქუჩაში, ჩავედით დაბლა და გავიგეთ, კენედი მოუკლავთ. შეიცხადა ძალიან, გულში ჩავიხუტე, დავამშვიდე. იქიდან დაიწყო ყველაფერი. ახლა გვყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ერთიც შვილთა შვილი.



კიკაბიძე ასევე საუბრობს შეცდომაზე, რომლზეც ამბობს, რომ დღემდე რცხვენია.



ჩემ წინაშე ბევრს შეშლია... ჩემი შეცდომა, რისიც დღემდე მრცხვენია, დედასთან დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ჩემი სიმღერა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო. მეგონა სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე ჩვენი დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე", - იხსენებს ბუბა კიკაბიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner