საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიმაჩნია, რომ მაშველებს უნდა ჰქონდეთ მეტი ანაზღაურება, განსაკუთრებული სოციალური პაკეტი, მათი ოჯახის წევრთათვის განსაკუთრებული შეღავათები განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, კომუნალური დანახარჯების ნაწილში. ამ ყველაფრის ფონზეც შეუფასებელი იქნება მათი შრომა, თუმცა მეტად დაფასებული. ცნება - მაშველი და მაშველის ოჯახის წევრი უნდა ნიშნავდეს რაღაც დიდს და განსაკუთრებულს" - წერს გაბუნია.