ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ტყეების ფართობი კი არ მცირდება, არამედ იზრდება... ისრაელის ტყეები ხელით არის გაშენებული. 1948 წლიდან ებრაელები მუხლჩაუხრელად შრომობენ ტყეების გაშენებისთვის. 1964 წელს საფუძველი ჩაეყარა ხელთქმნილ იატირის ტყეს, რომელიც დღეს 58 ათას ჰექტარზეა გადაშლილი ნეჰევის უდაბნოში.
საერთოდ კი, ისრაელის ტყეების საერთო ფართობი 85 500 ჰექტარია.
მცირე ხანძრის შემთხვევაშიც კი ისრაელი მთავრობა ეფექტურ ზომებს მიმართავს (ხარჯებს არ ერიდება) და ხანძრის კერას გავრცელების საშუალებას არ აძლევს.
სურათზე: იატირის ტყე" - წერს სიმონ კილაძე.