logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: დაიჭირონ კი არა, მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან და გააჭიტლაყონ ქვეყნიდან!
- +

27 აგვისტო. 2017. 01:29


 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა ქვეყანაში სტიქიური უბედურებაა,

როცა მდგომარეობა საგანგებოსთან არის მიახლოებული...

როცა რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია...

კარვის გაშლის მეტი საზრუნავი და სადარდელი რომ არ ექნება ადამიანს, უფრო მეტიც, სტრატეგიული ობიექტის მართვის ცენტრალურ სადისპეჩეროში რომ ცდილობ შეჭრას, დაიჭირონ კი არა, მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან და გააჭიტლაყონ ქვეყნიდან...

ყველა იმ პირის სია უნდა გამოქვეყნდეს, ვინც ამ სიტუაციაში ქვეყანაში დაძაბულობას და საფრთხეებს ქმნის!

დანარჩენს ხალხი იტყვის!!!" - წერს ხოფერია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner