logo_geo
eng_logo
ნიკა ჩიტაძე: კოალიცია უნდა დაშლილიყო!
- +

12 აპრილი. 2016. 15:07


„კოალიციის დაშლის აუცილებლობა არსებობდა",- მიიჩნევს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე. მისი აზრით, დადებითი მომენტია, რომ პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.  


 

„თუ საქართველოს მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და გამოირიცხება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მონოპოლია, ეს უკეთესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს შექმნის ხელსაყრელ გარემოს პოლიტიკური პლურალიზმისთვის", - განაცხადა ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.



მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პროდასავლური, ეროვნულ საფუძველზე მყოფი პარტიების გაძლიერება. „რაც უფრო მეტი პროდასავლური ორიენტაციის პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს მომავალ პარლამენტში, მით უკეთსია, ის დაამტკიცებს პროდასავლურ მთავრობას", - განაცხადა ჩიტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner