logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: როდესაც დანაშაულის ჩამდენები დაუსჯელები არიან, ისინი კვლავ ახალ დანაშაულს ჩადიან!
- +

27 აგვისტო. 2017. 02:09



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. მან ბორჯომის ხეობაში, კერძოდ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა. ინფორმაციას expressinfo ავრცელებს.


როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბარამიძე ტყეში უკრაინელ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალბატონს ხეობას ათვალიერებინებდა, რა დროსაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ყვება, რომ პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს.


აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება:


„როდესაც დანაშაულის ჩამდენები დაუსჯელები არიან, ისინი კვლავ ახალ დანაშაულს ჩადიან! ხოდა აგოს პასუხი იმათმა ვინც „ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე სექტა არ დასაჯა, ჩვენ ნუ ვილანძღებით მათ გამო! მე არც არავის დამჭერი ვარ და არც დამსჯელი!" - წერს ჯღარკავა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner