logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: საოცარი ამბავი მომხდარა რაჭაში...
- +

27 აგვისტო. 2017. 02:15



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი რაჭაში მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„საოცარი ამბავი მომხდარა რაჭაში... თუმცა, რაღა საოცარი? კინაღამ ერთი უნებლიე შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა, კინაღამ რაჭის ტყეებსაც გაუჩნდა ცეცხლი და გადაიბუგა იქაურობა. ეს გვინდოდა კიდევ, აი!

 

მოკლედ, გუკა რჩეულიშვილი, ცხონებულ ვახტანგ რჩეულიშვილის ვაჟი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავის სამეგობროსთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჩასულა შოვში დასასვენებლად. რაკი გუკას დაბადების დღე ჰქონია, გადაუწყვეტიათ, „ორიგინალურად" აღენიშნათ. ამათ, მიუხედავთ, მოუხედავთ და (ალბათ უკვე ნასვამებს) ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თივის ზვინისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ. ესეც თავისებური ფეიერვერკია, რაჭის კვალობაზე რა უჭირს?

 

კიდევ კარგი, თივის პატრონმა დროულად დაინახა, გაუვარდა „მავნებლებს" და ატეხა ერთი ამბავი: რას აკეთებთ, მეტი საქმე არ გაქვთ, თქვე უპატრონოებოო? პატრონის ყვირილზე „შედრკნენ" თბილისური „ბომონძღის" წევრები და ცოტაოდენ დაფიქრდნენ კიდეც - ვაი, ვაი, ასეთი შეცდომა რანაირად დაგვემართაო? ჰოდა, თურმე დაუყვავეს თივის პატრონს, მოელაპარაკნენ და ფულიც გადაუხადეს, ხმა არ ამოიღო, ეს ამბავი არ გაგვიბაზრო, ზედმეტი პრობლემები არ გვინდაო. რაჭის გადამრჩენელი კაცი კი გაჩუმდა, მაგრამ დამნახავებსა და თვითმხილველებს რა გამოლევს? მით უმეტეს, მაშინ, როცა მთელი საქართველო ფეხზე დგას ერთდროულად გაჩენილი ხანძრების გამო!

 

ამოცანა გვეკითხება: რა ჰქვია ამას, მავნებლობა, დაუფიქრებლობა თუ უდარდელობა და ფეხებზე მკიდიაობა? ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამას დივერსია უნდა დაერქვას, მაგრამ თუ ამხელა ხალხმა არ იცის, სად როგორ უნდა გაერთოს, მაშინ დარჩნენ თბილისში, ან დაისვენონ საჰარაში, გადაიხადონ დაბადების დღეები უდაბნოებში, სადაც, ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერაფერს გადაბუგავენ და ქვეყანას ხიფათს ვერ შეუქმნიან!", - წერს ზედელაშვილი.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner