logo_geo
eng_logo
26 აგვისტოს კახეთის ექვს რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა
- +

27 აგვისტო. 2017. 11:37


რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ კახეთში სეტყვასაშიში სეზონი განახლდა.

სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 26  აგვისტოს საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში  2800 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 95 რაკეტა.


 რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 26 აგვისტოს საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.


00:30 საათიდან დღის 11:30 საათამდე ღრუბლის მასები 95 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.


დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner