ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ქართულია.
არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა.
აღნიშნული ვერტმფრენი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავიდანვე იყო ჩართული.