logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვეტმფრენის ამოსაყვანი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

27 აგვისტო. 2017. 11:53


ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.


შემთხვევის ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომ ვერტმფრენთან მისასვლელი გზა გაიყვანონ.


ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.


ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მივიდნენ.


ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი დღეს დილით წყალში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner