2017 წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს „საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი თ.შ. დაკავებულია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის ერთი პირი მ.წ. 2017 წლის 17 აგვისტოს დააკავეს, ხოლო თანამზრახველზე თ.შ.-ზე გამოცხადებული იყო ძებნა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ძებნილი პირი თ.შ. საზღვრის პირა ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დაკაავეს, როდესაც ის მიმალვაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს 19 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა. მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმეზე გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის შემდეგ, დაკავებულებს აღნიშნული დანაშაულისათვის 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.