logo_geo
eng_logo
ბარსელონის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
- +

27 აგვისტო. 2017. 17:23


​ბარსელონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.


ესპანური მედიის ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის ქალი, რომელიც ტერაქტის დროს დაშავდა.


ამ დროისთვის საავამდყოფოებში 25 ადამიანი რჩება, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.


17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაუარა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner