ბარსელონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
ესპანური მედიის ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის ქალი, რომელიც ტერაქტის დროს დაშავდა.
ამ დროისთვის საავამდყოფოებში 25 ადამიანი რჩება, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაუარა.