მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანთან მდებარე ტყეში ხანძარია. ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერაა.
ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო ეკიპაჟი. დამატებით სახანძროს ბოლნისის რაიონიდან ელოდებიან.
ხანძრის ლოკალიზებაში ადგილობრივებიც არიან ჩართულნი.
როგორც მარნეულის მუნიპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.