logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: გიორგი კვირიკაშვილის თითოეული გადაწყვეტილება იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის მაგალითი!
- +

27 აგვისტო. 2017. 20:04


პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

"დიდი მადლობა გამარჯვებისათვის!

უდიდესი გმირობის, ქვეყნის სიყვარულის და ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი ვიხილეთ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის დღეებში!..

ფასდაუდებელია ის თავგანწირვა და შრომა, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მაშველმა, მეხანძრემ, პილოტმა, საპატრულო, საგანგებო და თავდაცვის სისტემის თანამშრომელმა გასწია სტიქიის დასამარცხებლად.

საგანგებო ვითარებაში საქართველოს გვერდით იდგნენ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება. განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ეკუთვნით თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელარუსიის საჰაერო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენ ბიჭებთან ერთად იბრძოდნენ!

საგანგებო შტაბს პირადად ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი და ვერც ერთი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა ბორჯომში, ვერ მალავდა გულწრფელ აღფრთოვანებას... გიორგი კვირიკაშვილის თითოეული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სტიქიის ყველაზე რთულ წუთებში, იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის მაგალითი.

გილოცავთ გამარჯვებას და დიდი მადლობა, რომ იმედით და ქვეყნის სიყვარულით კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ!..

ამავე ერთობით, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ბორჯომს!" - წერს ჯაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner