logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ვერტმფრენის ავარიული დაშვების შესახებ, ეკიპაჟის წევრები დღესვე გამოიკითხებიან
- +

27 აგვისტო. 2017. 21:07


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვერტმფრენს, რომელმაც დღეს ბორჯომის ხეობაში ავარიული დაშვება განახორციელა, წყლიდან ხვალ ამოიტანენ. მას სპეცტექნიკით თბილისში გადმოიტანენ, სადაც სპეციალური ექსპერტიზები დაინიშნება. ამასთან, მღებრიშვილის თქმით, შსს-ს სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილი შეისწავლეს და ეკოლოგიას საფრთხე არ ემუქრება. მღებრიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „მი-8" გადიოდა შესაბამის რეგლამენტს და არავითარი დაზიანება მას არ აღენიშნებოდა.


„დღეს მივლინებით თბილისში გაემგზავრნენ ადგილობრივი გამომძიებლები და დღესვე მოხდება მფრინავების გამოკითხვა", - განაცხადა მინისტრმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner