შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება, რათა მინუმუმამდე იყოს დაყვანილი იმის რისკი, რომ სადმე რომელიმე კერამ კვლავ გაიღვიძოს. მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ეს საქმე რთულად გამოსაძიებელთა კატეგორიას მიეკუთვნება.
„ზონაში ჯერ კიდევ რჩება შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ათასამდე თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს ასეული, ენერგეტიკის სამინისტროს 50 თანამშრომელი. ადგილზე რჩება სპეცტექნიკა. ხვალ დილით საქართველოს დატოვებს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსული დახმარება -ცოცხალი ძალით და სპეცტექნიკით. ამჟამად ზონაში გვყავს შსს-ს ერთი და ერთი ბელარუსიული ვერტმფრენი, დანარჩენებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.