საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსადგურ „ინტერთან" საუბარში განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს.
„მოვლენების ასეთი განვითარების რისკი გაიზარდა, რადგან ანკარა სირიის ომშია ჩართული.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
მისი თქმით, აუცილებელია სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება და დაბომბვების შეჩერება.